paykasa kart bozdurma
Developed by JoomVision.com

 

 

 

 

.

.

.

.

.

.

რეგისტრაცია

ატვირთეთ ნამუშევარი

 

კონკურსი „ცოდნის კუნწულა“

            ა(ა)იპ ასოციაცია „მწიგნობარი“ სიახლეთა კვლევის ცენტრი იწვევს ქოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

            კონკურსი „ცოდნის კუწულა“ ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების და ცოდნის დონის შემოწმებას.

            კონკურსში „ცოდნის კუწულა“ მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის  აავტონომიური  რესპუბლიკის სკოლების დაწყებითი საფეხურის III, IV, V, VI კლასების მოსწავლეებს.

წიგნი „ცოდნის კუწულა“ ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენება. აქედან უნდა შეისწავლო, უამრავი რამ წაიკითხო, გაიაზრო და ჩაწერო შესაბამისი სავარჯიშოები და თხზულებელი. წიგნი საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ერთმანეთი უმცროსკლასელებმა, იმეგობროთ, ბევრი ახალი რამ გაიგოთ, მიიღოთ ინფორმაციები საქართველოს ისტორიის, ქართული ტრადიციების, ეროვნული გმირების და სასულიერო დღესასწაულების შესახებ.

გავუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი აზრი, ყოველივე ამისათვის დაგეგმილია წელიწადში ერთხელ, მაისის ბოლო შაბათ-კვირას, კონკურსის ჩატარება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ის მოსწავლე, ვისაც წაკითხული და შესწავლილი ექნება  „ცოდნის კუწულა“. მოსწავლემ შევსებული წიგნი უნდა წარადგინოს იმ კომისიის წინაშე, რომელიც გაეცნობა თითოეული წარმდგენის ნაშრომს.

საუკეთესო ნაშრომები შეფასებული იქნება მაღალი ქულით, სახელმძღვანელოში შეტანილი ტექსტების შესაბამისად, ჩატარდება ტესტირება-კონკურსი, სადაც მონაწილეებმა უნდა შემოხაზონ სწორი პასუხები და ადგილზევე დაწერონ ერთ-ერთი თხზულება, მითითებული თემის მიხედვით.

კონკურსში გამარჯვებული თემებით გამოიცნემა წიგნი „მოსწავლეთა თხზულებანი“.

ორივე ნაშრომის შეფასების შემდეგ, მოპოვებული მაღალი ქულის მქონე მოსწავლე და მასწავლებელი დაჯილდოვდება დიპლომით.

სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრებიან უფასო ექსკურსიაზე ქუთაისში 

საჯარო სკოლების საყურადღებოდ!

გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ აჭარის ა.რ. ბათუმის 14 საჯარო სკოლაში. მის: ინასარიძის ქ.15. კონკურსი ფასიანია.

შეავსეთ ანკეტის ფორმა და მიიღეთ კონკურსში მონაწილეობისათვის პირადი ნომერი.

რეგისტატორთან წარმოადგინეთ გადახდის 10 ლარიანი ქვითარი. კონკურსი „ცოდნის კუნწულა“ ჩატარდება ქ. ბათუმში 2013 წლის 23 მაისს, ზაფხულის სეზონი.

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 2013 წლის 13 ოქტომბერი.



წიგნის შეძენა შეიძლება შემდეგ მისამართებზე:

თავდადებულის ქ. #16, მაღაზია შ.პ.ს "ინტელექტი".

ჭავჭავაძის ქ. #75, მაღაზია შ.პ.ს "ლამპარი".

ჯავახიშვილის ქ. #53, მაღაზია შ.პ.ს "საუნჯე".