ტესტირების ჩატარების პროცედურა, წესები
ტესტირება ტარდება კლასების მიხედვით. თითოეული კლასი დაკომპლექტდება 35-25 ბავშვით. ტესტირება ჩატარდება დილის 10 სთ-ზე.
- კლასები იმუშავებენ გრაფიკის მიხედვით. სკოლამდელი და სკოლის I-კლასის ბავშვებისთვის განკუთვნილია 30 წუთი. დაწყებით კლასისთვის განკუთვნილია 2 სთ.
- საბაზო სკოლის მოსწავლეების მუშაობისთვის განკუთვნილია 2 სთ 30 წთ.
- თითოეულ ჯგუფში დაიშვება ერთი დამკვირვებელი, რომელსაც შეარჩევს ადმინისტრაცია.
- დაგვიანებული ბავშვები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
- ტესტირების მიმდინარეობის პროცესში იკრძალება უცხო პირთა შესვლა.
- მუშაობას გამოეთიშება ის მოსწავლეები, რომლებიც შემჩნეული იქნება შპარგალკის გამოყენებაზე.
- მუშაობას გამოეთიშება ის მოსწავლეები, რომლებიც შემჩნეული იქნებიან მობილური ტელეფონის, პლეიერის ან სხვა რომელიმე ელექტრონული აპარატის გამოყენებაზე.
- ტესტირების მიმდინარეობის პროცესში იკრძალება მშობლის, უცხო პირის შესვლა.
- სამუშაოს დასრულების შემთხვევაში უმცროსი ასაკის ბავშვები ბარდება მშობელს.
- იკრძალება ტესტების გავრცელება მშობლებსა და უცხო პირებზე.
- იკრძალება შედეგების დადგენილ ვადაზე ადრე გაცნობა.
- ტესტირების შედეგები ცნობილი გახდება დადგენილ ვადაში განსაზღვრული ფორმით.
პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია.