paykasa kart bozdurma
Developed by JoomVision.com

 

 

 

 

.

.

.

.

.

.

რეგისტრაცია

ატვირთეთ ნამუშევარი

1.რომელი დრო მოჰყვება ზამთარს?          (1ქ)

        ა.შემოდგომა      ბ.გაზაფხული     გ.ზაფხული

2.რომელ თვეშია დღეების რაოდენობა ყველაზე ნაკლები?       (1ქ)

       ა.იანვარში      ბ.თებერვალში      გ.მარტში

3.როდის კრეფენ ყურძენს?       (1ქ)

       ა.შემოდგომაზე     ბ.გაზაფხულზე     გ.ზაფხულში

4.როდის თესენ სიმინდს?       (1ქ)

       ა.გაზაფხულზე     ბ.ზაფხულში     გ.ზაფხულში

5.კბილებისათვის საზიანო საკვებია:       (1ქ)

       ა.პური     ბ.ვაშლი     გ.შოკოლადი

6.გრძნობის ორგანოებია: თვალი, ენა,-----------, ცხვირი და -------------.    (2ქ)

7.ყურის დაზიანებისას ადამიანს უქვეითდება:        (1ქ)

       ა.მხედველობა     ბ.სმენა     გ.აზროვნება

8.ჭამის დროს არ შეიძლება ------------- და --------------.        (2ქ)

9.რომელს ეთანხმები?       (1ქ)

   ა.ზრდისთვის ადამიანს სჭირდება წყალი, საკვები და ჰაერი;

   ბ.თოჯინა ცოცხალი არსებაა, ის იზრდება და იკვებება;

   გ.ბავშვი ცოცხალი არსებაა, ის იზრდება და სახეს იცვლის.

10.სხეულის სიჯანსაღისთვის აუცილებელია: ------------- და ------------  -----------.(2ქ)

11.რომელი ცხოველები გვაძლევენ რძეს?   (1ქ)

         ა.ძაღლი და თხა     ბ.ძროხა და ვირი      გ.თხა და ძროხა

12.ბალახით იკვებება:    (1ქ)

         ა.მელა     ბ.შველი     გ.ლომი

13.ხორცით იკვებება:     (1ქ)

        ა.ცხენი       ბ.ირემი      გ.მგელი

14.წიწვოვან ტყეში ხარობს:      (1ქ)

        ა.ნაძვი      ბ.მუხა      გ.აკაცია

15.ფოთლოვან ტყეში ხარობს:      (1ქ)

        ა.ფიჭვი      ბ.სოჭი     გ.თხმელა

16.რომელი არ არის ქვეწარმავალი?      (1ქ)

        ა.კურდღელი      ბ.გველი       გ.ხვლიკი

17.სად ცხოვრობს ციყვი?      (1ქ)

        ა.ბუნაგში      ბ.სოროში      გ.ფუღუროში

18.რა ჰქვია დათვის საცხოვრებელს?      (1ქ)

        ა.სორო       ბ.ბუდე      გ.ბუნაგი

19.რომელი არ გალობს?      (1ქ)

        ა.ბულბული      ბ.ოფოფი      გ.ტოროლა

20.მიუწერე მცენარის სახელი:      (3ქ)

       ა.ამ მცენარის ტაროს გარედან ფუჩეჩი აკრავს:-------------

       ბ.ამ მცენარის მარცვლებისგან პურს ვიღებთ:---------------

       გ.ამ მცენარის მარცვლებისგან გემრიელ ფლავს ამზადებენ:--------------

21.რომელია პურეული საკვები?      (1ქ)

        ა.ყველი      ბ.თაფლი      გ.მაკარონი

22.ფრინველებს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებათ:      (1ქ)

        ა.ბეწვი      ბ.ტყავი       გ.ბუმბული

23.ცოცხალი ორგანიზმები ჰაერს ----------------.       (1ქ)

24.ჩამოთვალე ძლიერი ქარის სახეობები:   (სამი სახეობა 3ქ)

          --------------,   -------------,   ----------------.

 

25.წელიწადის რომელ დროს არის ღამე ყველაზე მოკლე?      (1ქ)

      ა.გაზაფხულზე      ბ.ზაფხულში      გ.შემოდგომაზე

26.რა რიცხვი აწერია წითლად ტემპერატურის გასაზომ ხელსაწყოს?      (1ქ)

      ა.ნული      ბ.ოცდათხუთმეტი       გ.ოცდაჩვიდმეტი

27.რა განაპირობებს ამინდის ცვალებადობას?      (1ქ)

      ა.ჰაერის მოძრაობა      ბ.დედამიწის გულში მიმდინარე ცვლილებები

                                გ.წყალში მომხდარი ცვლილებები

28.რით განსხვავდება ტბა და წყალსაცავი?      (1ქ)

      ა.სიდიდით      ბ.სიღრმით      გ.წარმოშობით

29.ჩასვი შესაბამისი სიტყვა:     (3ქ)

          თვალი                      --------------------

          ენა                              --------------------

          ---------------             სმენა

          ცხვირი                      -------------------

          ---------------             შეხება

30.რისი ჯიშებია: ოჯალეში, ჩხავერი და მწვანე?      (1ქ)

      ა.ხორბლის      ბ.ვაშლის      გ.ვაზის

31.რა ჰქვია ტყეს, სადაც მხოლოდ ნეკერჩხლის, წიფლისა და წაბლის ხეებია?    (1ქ)

      ა.წიწვოვანი      ბ.ფოთლოვანი      შერეული

                                                                                        უმაღლესი ქულა---40